Introducing 

Prezi AI.

Your new presentation assistant.

Refine, enhance, and tailor your content, source relevant images, and edit visuals quicker than ever before.

Loading content…
Transcript

,,დედაენის დღე"

14 აპრილი

1.

ჰიმნი ქართულ ანბანს გალაკტიონი

2.

3.

დედა ენა

მარადისი

სიახლე გაქვს ორბის,

ხვეულები

გრეხილების ორფის,

გაშვენებდა

ახლის წინამორბედს

ოცდაექვსი საუკუნის წინად...

სევდიანის

და როდესმე ობლის

გულმხურვალე,

როგორც ზრუნვა მშობლის.

ხარ აღმდგენი

ქალაქის თუ სოფლის

ოცდაექვსი

საუკუნის

შემდეგ.

შენით მღერდა

მომღერალი ვეფხვის,

უდარებლად

მცოდნე ლექსის ხერხის.

ეს შრიალი

იყო მრავალ ვერხვის

ოცდაექვსი

საუკუნის წინად...

შენ, რომელიც

მარად მზეებრ გვინათ,

არა გუშინ

გაჩნდი თვალის ჩინად,

არამედ მზით

ამოენთე ბრწყინვად -

ოცდაექვსი საუკუნის წინად...

იმდროიდან

დაწყებული დღემდე -

როს გათენდა,

მზით ანთებულ ზემდეგ,

სერზე აველ,

მთაწმინდაზე შევდეგ

ოცდაექვსი საუკუნის შემდეგ.

შენ სიძველის

გმოსავს ნელი ხავსი,

ქვაზე ჭრილი

ხარ ჩუქურთმის მსგავსი -

დიდის გზნებით

ასე იყავ სავსე

ოცდაექვსი

საუკუნის წინად...

4.

5.

წიგნს ძეგლი პირველად თბილისში დაუდგეს და უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, ,,დედაენის დღე'' ტრადიციულად 14აპრილს აღინიშნება. ძეგლი ამავე სახელწოდების პარკში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ,,მშრალ ხიდთან" დგას. მასზე გამოსახულია ცოდნის წყურვილით ზეცისაკენ ხელებაპყრობილი ყმაწვილი, რომელიც ეს ესაა ზარს შემოკრავს. ძეგლის ავტორებს, მოქანდაკეებს ელგუჯა ამაშუკელსა და ნოდარ მგალობლიშვილს შესანიშნავად აქვთ გადმოცემული XIXსაუკუნეში ქართველ ,,წერა-კითვის გამავრცელებელთა" უმთავრესი მიზანი.

დღევადელი ,,დედა ენის" პარკის ადგილას ბაღის გაშენება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაწყდა, როდესაც სანაპიროზე სტალინის სახელობის მაგისტრალი გაიყვანეს. ბაღში ძირითადადჭადრები დარგეს. უფრო ადრე ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობდა მადათოვის კუნძული, რომელიც თავის დროზე, მტკვრის დონის აწევის შედეგად წყლით დაიფარა, გაკეთდა მშრალი ხიდი.

როგორ შეიქმნა წიგნი ,,დედა ენა", რომელიც ქართველებისთვის ენის შესასწავლ პირველ წიგნად იქცა?

მე-19 საუკუნეში, ქართული სახელმწიფოს ფაუქმების მიზნით, რუსეთის იმპერიის მიერ გატარებული რეფორმებისა და რეპრესიების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო ქართული გენისა და თვითშეგნების გადაგვარება. სკოლებში ქართული ენის ხსენებაც აიკრძალა, არისტოკრატია ქართულად ხმის ამოღებას ერიდებოდა, ქართული ენის შესასწავლად, მხოლოდ ორგვერდიანი ნაბეჭდი ანბანი არსებობდა, ისტორიასა და გეოგრაფიაზე კი საერთოდ აღარ იყო საუბარი. მოწინავე ახალგაზრდობამ რუსეთის გეგმებს ,,ენა, მამული და სარწმუნოების" ცნება დაუპირისპირა. მათ შორის იყო მწერალი იაკობ გოგებაშვილი, რომელმაც1865 წელს შეადგინა ,,ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეებისთვის". დიდმა პედაგოგმა წიგნს ,,დედა ენა" 1876 წელს უწოდა. ოცწლიანი მეთოდოლოგიური, ფსიქოლოგიური, პედაგოგიური დახვეწის შემდეგ 1876 წელს, მან გამოსცა ქართული ენის ორიგინალური სახელმძღვანელო დაწყებითი სკოლებისთს- ,,დედაენა".

...

წიგნში განსაკუთრებული ყურადღება საყმაწვილო სახელმძღვანელოს მორალურ, ზნეობრივ და პატრიოტულ კრიტერიუმებს დაეთმო. ავტორი თითოეულ სიტყვას, ლექსში დაწერილ მოთხრობასა თუ ლექსში, სათუთად აზუსტებდა, ხვეწდა მეთოდურ ნიუანსებს, რომ მარტივიდან რთულისკენ სვლა ბუნებრივი, სასურველი და სახალისო ყოფილიყო. გოგებაშვილს საყოველთაო განხილვის საგნად გამოჰქონდა თითოეული ასოს მოხაზულობა და ყოველი სიახლე უძველეს ქართულ მწიგნობრულ გამოცდილებას ეფუძნებოდა. ,, დედა ენა" ერთ-ერთი რჩეული საგანძურია ქართველი ერისთის. ,,დედა ენის" არსებობა ხომ ერის არსებობას ნიშნავს, ენის სიცოცხლე- ერის სიცოცხლეს".

„დიდი სიხარულით მივეცით პირველი ადგილი სიტყვას „ია“ თავისურათით. რადა? იმიტომ, რომ ანბანის სწავლის დაწყებისათვის მეტად მოხერხებული სიტყვაა და ბევრი ღირსება აქვს. პირველი ღირსება ის გახლავთ, რომ ეს სიტყვა შედგება ორის ხმოვნის ასოსაგან, რომელიც გამოსათქმელად ადვილნი არიან, დასაწერად არა ძნელნი და შემდეგი გაკვეთილებისათვისაც ფრიად საჭირონი, რადგანაც ამ ასოების შემწეობით ადვილად სდგება სიტყვები და ფრაზები და უამათოდ კი მათი შედგენა შეუძლებელი იქნებოდა, მეორე ღირსება ის არის, რომ მარტო ამ ორის ასოების შემწეობით ადვილად სდგება ორი სიტყვა და მათგან ფრაზა. ამის გამო ბავშვი პირველსავე გაკვეთილიდან სწავლობს არა მარტო ორ ხმასა და ასოსა, არამედ მაშინვე ჰკითხულობს სიტყვებს და ფრაზას, ამ ასოებისგან შემდგრას. ამის გამო ეს უძვირფასესი რამ არის ანბანის დაწყებისათვის. ბევრი ენა მოკლებულია ამ გვარს მოხერხებულ სიტყვას…“- წერდა თავად წიგნის ავტორი, იაკობ გოგებაშვილი.

ქართველი ერის მამა, ილია ჭავჭავაძეც „დედა ენას“ უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა: „ჩვენ რომ ეგრე დაჟინებით და უკანმოუხედავად ვთხოულობთ დედაენისათვის რთულსა და დამოუკიდებელ გზას სასწავლებელში, ეგ მარტო დედაენის სიყვარულით არ მოგვდის, ვთხოულობთ და ვნატრულობთ იმიტომაცა, რომ უდედაენოდ გონების გახსნა ბავშვისა ყოვლად შეუძლებელია“.

‘’ჩვენთვის ლამაზ მთების სიმაღლისა და მნიშვნელობის ამოცანა – ქართული ენის წმინდად და ფაქიზად დაცვაა. საოცარია, რომ ამაში თითქოს არავის არ ეპარება ეჭვი. ყველამ კარგად ვიცით, რომ ქართული ჩვენი ეროვნული, სახალხო და სახელმწიფო ენაა“ (ლ.გოთუა)

ისტორია

თამარ ჩხეიძე

,,ილია ჭავჭავაძის საზოგადოების" თავმჯდომარე, ყოფილი დისიდენტი და მაშინდელი მოვლენების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე.

14 აპრილი

,,გაზეთ "კომუნისტში" ახალი კონსტიტუციის პროექტი გამოქვეყნდა. 78-ე მუხლში შედიოდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, მოკავშირე რესპუბლიკების ენებს სახელმწიფო ენის სტატუსი ერთმეოდათ. მუხლი, რომლითაც საქართველოში სახელმწიფო ენა ქართული იყო, კონსტიტუციიდან გააქრეს. ამან არა მხოლოდ ეროვნულ, დისიდენტურ მოძრაობაში ჩართული ადამიანების, არამედ სტუდენტების, ინტელიგენციის პროტესტი და შეშფოთება გამოიწვია. ასე დაიწყო ყველაფერი.

ჩემს ბინაში ხშირად ვიკრიბებოდით ადამიანები, რომლებსაც დისიდენტებს გვიწოდებდნენ, ჩემი თანაკურსელები: გელა ნიკოლაიშვილი, გია ჩხიკვიშვილი, ბადრი ბანძელაძე. პირველივე დღეს, როცა ეს ამბავი შევიტყვეთ, ავთანდილ იმნაძემ, რომელიც ჩვენზე უფროსი იყო, გვითხრა, ამას აუცილებლად მოჰყვება დიდი დემონსტრაციაო.

14 აპრილს, დილის 10 საათზე, სტუდენტები უნივერსიტეტთან შევიკრიბეთ, შემდეგ რუსთაველისკენ დაიძრა მსვლელობა, გზადაგზა სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები გვიერთდებოდნენ.

რუსთაველის გამზირი ხალხით იყო გადაჭედილი, რაც იმ დროისთვის უნიკალური მოვლენა იყო, დღემდე მომიტინგეთა სხვადასხვა რიცხვს ასახელებენ: ზოგი - 50 ათასს, ზოგი - 70 ათასს. შეკრებილი ხალხი გამოირჩეოდა წესრიგით, აგრესიას არ ამჟღავნებდა, ამასთანავე, ყველას გადაწყვეტილი გვქონდა, სასურველი შედეგის მიღებამდე რუსთაველის პროსპექტი არ დაგვეტოვებინა.

ამ დღეს ქართველმა ხალხმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, 14 აპრილის აქციაში არ ერია არც ერთი წვეთი ძალაუფლებისთვის ბრძოლისა... ბევრმა არ იცის, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს სხვა რესპუბლიკებში, მათ შორის, ბალტიის ქვეყნებსა და სომხეთშიც მოჰყვა უკმაყოფილება, მაგრამ ქუჩაში გასვლა მხოლოდ ქართველებმა გავბედეთ. ყველას კარგად გვქონდა გაცნობიერებული ენის მნიშვნელობა ქვეყნის ცხოვრებაში: "რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს"..."

Notes 2

14 აპრილს ,,დედაენის დღედ" დაწესებას თავისი ისტორია აქვს. კერძდ, 1978 წლის 14აპრილს, საქარველოს მოსახლეობამ გააპროტესტა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველოში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. ამას საქართველოში საპროტესტო აქციები მოჰყვა, ატიათასობით ადამიანი ხელისუფლებისგან ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას მოითხოვდა. პროტესტმა შედეგი გამოიღო და მაშნდელი კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის სახელმწიფო ენად, ქართული ენა გამოცხადდა. ასე დამკვიდრდა ,,დედაენის დღეც".

Character

გმადლობთ ყურადღებისთვის!

...

#დარჩისახლში

#stayhome

ავტორი: ქეთევან გვალია

Learn more about creating dynamic, engaging presentations with Prezi